Adilei

დისკის პრეზენტაცია – „სიმღერით დაძრული მთები“

2017 წლის 4 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარის ფარგლებში გაიმართა ანსამბლ ადილეის და პრემანელი მომღერლების (იტალია) ერთობლივი კონცერტი.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: უხუცესი მომღერლები იმერეთიდან უშანგი დვალიშვილი და შოთა გეგიძე, ასევე იტალიური დუეტი D’AltroCanto Duo.
სწორედ ამ კონცერტის „Live“ ჩანაწერებით შემდგარი CD-DVD დისკის პრეზენტაცია გაიმართება შაბათს, 30 ივნისს, 19:30 სთ-ზე კაფე-რესტორან „ეკო გარდენში“ (მის. დავით აღმაშენებლის გამზ. N68).
პროექტის სპონსორია ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation!
დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre-ს
ღონისძიების მხარდამჭერია Shilda Winery • მეღვინეობა შილდა

Exit mobile version