Adilei

ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს

აფიშა

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 5 აგვისტო, 20:00 საათზე კონცერტს ანსამბლი ადილეი გამართავს.
📀 ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები.
📀 ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
👆 დედაქალაქში, ორშაბათ საღამოს ასე საინტერესოდ ვერსად გაატარებთ, გელოდებით.
👆 2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

📀 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

📀მხარდამჭერები: საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი; ეკო გარდენი

Exit mobile version