Adilei

ტური იტალიაში

ადილეის პირველი ტურნე იტალიაში!

მომღერალ და სიცოცხლის მოყვარულ ხალხთან, მათ პატარა ქალაქებში და ოჯახში ადილეი შეაბიჯებს 🙂

ტურნეს ფარგლებში ვეწვევით სარდენიას, კანტუს, პრემანას და სუელიოს. გაიმართება 4 სასულიერო მუსიკის კონცერტი და ერთიც ხალხური სიმღერის საღამო, რომელსაც ადგილობრივ, პრემანელ მომღერლებთან ერთად ჩავატარებთ.

დიდ მადლობას ვუხდით ვუხდით ბატონ რენატო მორელის ტურნეს იდეის და ორგანიზებისთვის, ასევე Mare e Miniere – musica, teatro, danza, cinema, Res Musica და Hello Georgia-ს.

განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართულ გალობას, რადგან მათი თანადგომის გარეშე გაგვიჭირდებოდა ტურნეს განხორციელება

ტურის განრიგი:

30 აგვისტო, 20:30, სასულიერო მუსიკის კონცერტი, ფესტივალი Mare e Miniere, Cattedrale di Iglesias, კალიარი

31 აგვისტო, 20:30, სასულიერო მუსიკის კონცერტი, ფესტივალი Mare e Miniere, Basilica di S.Antioco, კალიარი

2 სექტემბერი, 21:00, სასულიერო მუსიკის კონცერტი, Basilica di S. Vincenzo,

3 სექტემბერი, 15:30, ქართული და იტალიური ტრადიციული მუსიკის კონცერტი პრემანის გუნდთან ერთად, პრემანის ეთნოგრაფიული მუზეუმი, პრემანა

4 სექტემბერი, 18:00, ქართული და იტალიური სასულიერო მუსიკის კონცერტი პრემანის გუნდთან ერთად, chiesa di S. Martino, სუელიო

Exit mobile version