11 წლის ამერიკელი სტელას წერილი კონცერტის შემდეგ
2019 წლის 9 აპრილს ადილეიმ ჩაატარა კონცერტი ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონში, სკოლაში. მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულმა მრავალხმიანობამ. ერთ-ერთი მათგანის, 11 წლის სტელას წერილი გამოქვეყნდა ჟუნალ ლაიმსტოუნ პოსტში.
„9 აპრილს, ჩემმა სკოლამ – Childs Elementary – უმასპინძლა Lotus Blossoms-ის კონცერტს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ინდიანას მასშტაბით Lotus Education and Arts Foundation-ის მიერ. როცა გავიგე, რომ ლოტუსის ერთ-ერთი სპექტაკლის ნახვას ვაპირებდით, ძალიან გამიხარდა. წარსულში ლოტუსის რამდენიმე სპექტაკლი მქონდა ნანახი და ისინი მართლაც მაგარი იყო.
ჯგუფს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, „ადილეი“ ქვია. ადილეი არის ჯგუფი, ჩაცმული ყოველდღიური სამოსში, ჩამოსულები საქართველოს რესპუბლიკიდან. ის არის იოდელზე დაფუძნებული აკაპელა ჯგუფი და მე ძალიან მომეწონა მისი შესრულება. მსგავსი აქამდე არაფერი მინახავს. მანამდე იოდელთან შეხება მხოლოდ ფილმი „ჰაიდიდან“ მქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იოდელი ასეთი მელოდიური შეიძლებოდა ყოფილიყო.
მათი სიმღერები ენერგიული, მაგრამ დამამშვიდებელი იყო. თითქოს მათ გადაყავდი თოვლიანი მთის მწვერვალებზე, რომლებიც თხებითა და სოფლის მოედანზე ღამის წვეულებებით იყო სავსე. ჩვენ შეიძლება არ გვესმოდა ენა, რომელზეც ისინი მღეროდნენ, მაგრამ ეს მაინც გასაოცარი იყო.
მათი ბოლო სიმღერისთვის ისინი წრეში დადგნენ, ხელი ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და იცეკვეს. მათი ცეკვა ტრადიციული ქართული ცეკვა იყო. ეს ხდებოდა წრეში ნელ-ნელა ტრიალებით და ყოველ ხუთ წამში ერთხელ ჩერდებოდნენ, აბაკუნებდნენ ფეხებს, ტაშს უკრავდნენ და შემდეგ აგრძელებდნენ სიმღერის დასრულებამდე.
ზოგიერთი სიმღერისთვის ისინი გვეპატიჟებოდნენ, რომ ავმდგარიყავით და გვეცეკვა. თავიდან, ყველაზე მამაცი ბავშვები წამოხტნენ, მაგრამ ბოლოს ჩვენი დიდი გიმნაზიის ყველა ბავშვი ცეკვავდა. მასწავლებლები ცდილობდნენ დავემშვიდებინეთ, მაგრამ ადილეიმ ყველა ისევ დაგვაბრუნა ფეხზე – ცეკვა-ცეკვით და ტაშის დაკვრით. საბოლოოდ, ზოგიერთი მასწავლებელიც კი ცეკვავდა. ღიმილს ვერ ვიკავებდი, მაგრამ თითქოს ყველა ასე გრძნობდა თავს.
„შინაგანი სითბო ვიგრძენი და თითქოს მათთან ერთად ვიყავი საქართველოს რესპუბლიკაში“, – თქვა 10 წლის სიენამ.
11 წლის მაქსი: თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ისიც გავიგე, რომ იოდელი მხოლოდ „იო დე ლე ჰე ჰო“-ს თქმა არ არის.“ გამოსვლას ესწრებოდნენ მე-3-დან მე-6 კლასამდე მოსწავლეები და ვფიქრობ, ყველამ, ასაკის მიუხედავად, კარგად გაატარა დრო.
ჩვენ, არა მხოლოდ მოვისმინეთ ტრადიციული ქართული სიმღერა, არამედ გავიგეთ რაღაც, ქვეყნის შესახებ, რომლის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი. საქართველოს რესპუბლიკა მდებარეობს შავ და კასპიის ზღვებს შორის, რუსეთის მახლობლად. ეს არის პატარა ქვეყანა მრავალი განსხვავებული რეგიონით. თითოეულ რეგიონს ჰყავს ხალხი განსხვავებული შეხედულებებითა და სიმღერით. ადილეი ასრულებს მუსიკას საქართველოს ყველა კუთხიდან.
როგორც გოგონა, რომელსაც უყვარს მოგზაურობა, ადილეის ხილვამ მართლაც დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენი რამე მაქვს მსოფლიოში აღმოსაჩენი. ძალიან მომეწონა მათი შესრულება. მე ყოველთვის მიყვარდა ჯგუფები, რომლებიც Lotus-ს მოყავს ჩვენს სკოლაში. სპექტაკლები საოცარი გამოცდილებაა და იმედი მაქვს, რომ მათ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიხილავ.”