1. ჩვენ შესახებ


მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ ჩამოყალიბდა 2012 წლის დეკემბერში. პირველად მსმენელის წინაშე წარსდგა 2014 წლის გაზაფხულზე, მანანა შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. გუნდი ამჟამად შედგება 10 წევრისგან: გიორგი ხუხუნაიშვილი, კოტე ჩავლეშვილი, ლევან ბითაროვი, ლაშა ბედენაშვილი, სანდრო ნათაძე, ნოდარ ჯაფარიძე, ბექა ბუჩუკური, თემურ დარჩია, შოთა ქათამაძე, დემეტრე ქირია. გუნდის წევრების უმეტესობა ანსამბლად ჩამოყალიბებამდეც იცნობდა ერთმანეთს. ერთად მღერის სურვილმა და დემეტრე ქირიას ინიციატივამ გადაწყვიტა რომ მომღერალ სამეგობროს მიეღო ანსამბლის სახე.

 


სახელად „ადილეი“ რამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს . გარდა ამისა,  „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.

ანსამბლი „ადილეი“ ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპულარიზაციას, რადგან, სამწუხაროდ მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია. ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს სცენაზე იქნება, სუფრაზე, ქუჩაში თუ სხვაგან.     „ადილეის“ რეპეტუარის მთავარი წყაროა ძველი ჩანაწერები. გუნდი ცდილობს მოირგოს ეს სიმღერები, არ გააკეთოს უბრალო ასლი, შექმნას და იმღეროს საკუთარი ვარიანტები, რადგან, ეს ახალ სიცოცხლეს აძლევს სიმღერასაც და ნამღერსაც.

2014 წლიდან „ადილეი“ აქტიურად ჩაება საკონცერტო მოღვაწეობაში. მონაწილეობა მიიღო ბევრ სხვადასხვა ღონისძიებაში. აღსანიშნავია კონცერტები: რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებაში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII და IX საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში („საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში) , შეხვედრა-კონცერტები ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან (Jordi Savall, Sergio Azzolini, Elisabeth Leonskaja ) და ა.შ.
„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში და ა.შ.შ.-ში.
გუნდს მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსებთან კოლაბორაციებში.
„ადილეის” გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.

 

ანსამბლის წევრები:

 

Adileiქართული ხალხური სიმღერები