-
ბაღია ჩვენი ქვეყანა2:09
ბაღია ჩვენი ქვეყანა – გურული სახოტბო სიმღერა. ტრიო „შალვა
ჩემო“-ს ვარიანტი.
მთქმელი – დემეტრე ქირია, მოძახილი და ჩონგური – ილია
ჯღარკავა, ბანი – ბექა ბუჩუკური. -
პატარა საყვარელო2:35
პატარა საყვარელო – იმერული ლირიკული, სატრფიალო
სიმღერა. სოფელ ტობანიერის ვარიანტი. ჩაწერილია მალხაზ ერქვანიძის
მიერ 2000 წელს.
მთქმელი – კოტე ჩავლეშვილი, მოძახილი – ლაშა ბედენაშვილი,
ბანი – დემეტრე ქირია, ნოდარ ჯაფარიძე, თემურ დარჩია, ლევან
ბითაროვი, სანდრო ნათაძე. -
ალიფაშა1:12
ალიფაშა – გურული სუფრული, ეპიკური სიმღერა. ანტონ, დავით
და მელიტონ დუმბაძეების ვარიანტი. დიმიტრი არაყიშვილის სანოტო
ჩანაწერებიდან, ოზურგეთი, 1903 წელი.
მთქმელი – დემეტრე ქირია, გამყივანი – ლაშა ბედენაშვილი, ბანი –
ბექა ბუჩუკური. -
ჩაგუნა2:10
ჩაგუნა – აჭარული საცეკვაო სიმღერა. თამარ მამალაძის (1952
წ. ) და ვლადიმერ ახობაძის (სოფელი მერისი, 1959 წ.) საექსპედიციო
ჩანაწერების მიხედვით.
მთქმელები – გიორგი ხუხუნაიშვილი, დემეტრე ქირია, მოძახილი –
ლაშა ბედენაშვილი, ბანი – ლევან ბითაროვი, ნოდარ ჯაფარიძე, თემურ
დარჩია. -
ვახტანგური3:03
ვახტანგური – მეგრული სუფრული სიმღერა. კირილე პაჭკორიას
გუნდის ვარიანტი 1930-იანი წლების ჩანაწერებიდან.
მთქმელი – დემეტრე ქირია, მოძახილი – კოტე ჩავლეშვილი, ბანი –
ნოდარ ჯაფარიძე. -
მერისული2:12
მერისული – აჭარული ლირიკული სიმღერა. სოფელ მერისის
ვარიანტი.
მთქმელი – გიორგი ხუხუნაიშვილი, მოძახილი – ლაშა ბედენაშვილი,
ბანი – ლევან ბითაროვი, დემეტრე ქირია, ნოდარ ჯაფარიძე. -
შვიდკაცა3:03
შვიდკაცა – გურული სუფრული სიმღერა. ვლადიმერ
ბერძენიშვილის ვარიანტის მიხედვით.
ტრიო: მთქმელი – გიორგი ხუხუნაიშვილი, კრიმანჭული – ლაშა
ბედენაშვილი, ბანი – დემეტრე ქირია; გუნდი: მთქმელი – სანდრო ნათაძე,
კრიმანჭული – კონსტანტინე ჩავლეშვილი, ბანი – ლევან ბითაროვი,
ნოდარ ჯაფარიძე. -
ძველებური ხასანბეგურა2:01
ძველებური ხასანბეგურა – აჭარული სუფრული სიმღერა. სოფელ
ალიქოღლების ვარიანტი. ჩაწერილია ანსამბლ „ელესასგან“ ნანა
ვალიშვილის მიერ 2012 წელს.
ტრიო: მთქმელი – გიორგი ხუხუნაიშვილი, მოძახილი – კონსტანტინე
ჩავლეშვილი, ბანი – ნოდარ ჯაფარიძე; გუნდი: მთქმელი – დემეტრე ქირია,
ბანი – თემურ დარჩია, ლევან ბითაროვი. -
სჯობს სიყვარული2:21
სჯობს სიყვარული – – გურული ლირიკული სიმღერა. ანანია,
ვლადიმერ და არტემ ერქომაიშვილების ვარიანტი. ჩაწერილია 1959
წელს.
მთქმელი – დემეტრე ქირია, მოძახილი – ლაშა ბედენაშვილი, ბანი –
ლევან ბითაროვი; -
ჩარი-რამა1:45
ჩარი რამა – აჭარული სახუმარო სიმღერა. სოფელ მერისის
ვარიანტი. ჩაწერილია 1959 წელს ვლადიმერ ახობაძის მიერ.
დამწყები – გიორგი ხუხუნაიშვილი, მოძახილი – ბექა ბუჩუკური, ბანი –
ლევან ბითაროვი; -
ჩვენ მშვიდობა2:32
ჩვენ მშვიდობა – გურული სუფრული სიმღერა.
მთქმელი – ლაშა ბედენაშვილი, მოძახილი – გიორგი ხუხუნაშვილი,
ბანი – დემეტრე ქირია. -
ამომავალო ღრუბელო1:34
ამომავალო ღრუბელო – ქართლური საცეკვაო სიმღერა.
დამწყები: ბექა ბუჩუკური; გუნდი: მთქმელი – დემეტრე ქირია,
მოძახილი – ილია ჯღარკავა, ბანი – თემურ დარჩია, ნოდარ ჯაფარიძე,
ლევან ბითაროვი, სანდრო ნათაძე. -
ხასანბეგურა3:02
ხასანბეგურა – გურული სუფრული სიმღერა. ფილიმონ ქორიძის
გუნდის ვარიანტი. ჩაწერილია 1902 წელს.
ტრიო: მთქმელი – სანდრო ნათაძე, კრიმანჭულ-გამყივანი – ლაშა
ბედენაშვილი, ბანი – ლევან ბითაროვი; გუნდი: მთქმელი – გიორგი
ხუხუნაიშვილი, ბანი – ნოდარ ჯაფარიძე, თემურ დარჩია, დემეტრე ქირია; -
აკეთური ალილო1:39
ალილო – გურული კალენდარული, საშობაო სიმღერა. სოფელ
ზემო აკეთის ვარიანტი.
მთქმელი – გიორგი ხუხუნაიშვილი, მოძახილი – ლაშა ბედენაშვილი,
ბანი – დემეტრე ქირია. -
შეღმართული2:15
შეღმართული – იმერული შრომის, ყანის ნადური სიმღერა.
სოფელ ტობანიერის ვარიანტი. ჩაწერილია მალხაზ ერქვანიძის მიერ
2000 წელს.
გუნდი I: კრიმანჭული – კონსტანტინე ჩავლეშვილი, მთქმელი – ლევან
ბითაროვი; გუნდი II: კრიმანჭული – გიორგი ხუხუნაიშვილი, მთქმელი –
სადრო ნათაძე; ბანი – ნოდარ ჯაფარიძე, დემეტრე ქირია, თემურ დარჩია. -
ჯიქურა4:59
ჯიქურა – ქობულეთური შრომის, ყანის ნადური სიმღერა. სოფელ
წყავროკას ვარიანტი. ჩაწერილია ვლადიმერ ახობაძის მიერ 1959 წელს.
გუნდი I: მთქმელი – სანდრო ნათაძე, კრიმანჭულ-გამყივანი – ლაშა
ბედენაშვილი, ბანი – ნოდარ ჯაფარიძე; გუნდი II: მთქმელი – დემეტრე
ქირია, კრიმანჭულ-გამყივანი – გიორგი ხუხუნაიშვილი, ბანი – თემურ
დარჩია; შემხმობარი – ლევან ბითაროვი.
მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ადილეის“ პირველი მოსმენისთანავე ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს ხალასი ნიჭით დაჯიდოვებული ახალგაზრდების ჯგუფთან. მათი ნამღერი, სასიმღერო ოსტატობასა და დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, დიდი სიყვარულით, ურთიერთმეგობრობით, სიცოცხლის ხალისის მატარებელი უშრეტი ენერგიით არის გაჯერებული.
რამდენიმე წლის წინ შექმნილი ეს ფოლკლორული გუნდი ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე სახოვან, საკუთარი ხელწერის მქონე, მზარდად განვითარებად ანსამბლად უნდა ჩაითვალოს. საოცარი მუხტი, კეთილი განწყობა, რომელიც მათი სიმღერისას იქმნება, ყოველთვის გადამდებად მოქმედებს მსმენელზე.
მათ საშემსრულებლო შემოქმედებაში ერთ-ერთ მთავარ ნიშნად იმპროვიზაციის უნარი, ამის გაბედულება უნდა დავასახელოთ. ქართული ხალხური მუსიკისათვის და საშემსრულებლო ტრადიციისათვის დამახასიათებელი ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რისი ოსტატობითაც გამოირჩეოდნენ ძველი დიდი სახალხო მომღერლები, თითქოს იღვიძებს და ახალ სიცოცხლეს, ახალგაზრდულ იერს იძენს გუნდ „ადილეის“ ნამღერში. გუნდის სახელწოდებაც მიმანიშნებელია, რომ მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია გურულ ხალხურ სიმღერას, რომელშიც იმპროვიზირების ხელოვნება ისტორიულად უმაღლეს რანგში არის აყვანილი. მით უფრო დასაფასებელია ახალგაზრდა მომღერალთა გაბედული და წარმატებული ცდები ამ სფეროში.
წინაპართა მუსიკალური მემკვიდრეობის შესწვლა-დაცვაში სიხარულის განცდა „ადილეის“ წევრთათვის სულიერ საზრდოს წარმოადგენს. ასევე დასაფასებელია უანგარო მზაობა და გულწრფელი სურვილი მსურველთათვის ამ სიხარულის გაზიარებისა, სურვილი ერთად მღერისა, სიმღერაში ურთიერთობით ტკბობისა, რომელიც ასე ჭარბადაა ამ ახალგაზრდებში. „ადილეის“ დახვეწილ საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად, სწორედ ეს უშუალობა განაპირობებს მეგობართა და თაყვანისმცემელთა რიცხვის მუდმივ ზრდას, როგორც სამშობლოში, ისე უცხოეთში.
ხალხური სიმღერებისგან შედგენილი წინამდებარე აუდიოდისკი, მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ადილეის“ პირველი პუბლიკაციაა, რომელიც ამ მუსიკალური საგანძურის მოყვარულთათვის უდავოდ ძვირფასი საჩუქარია.
დავით შუღლიაშვილი
მუსიკოლოგიის დოქტორი