ფილმი ადილეის შესახებ – „ცხოვრება სამ ხმაში“
22 ოქტომბერს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „ადილეის“ შესახებ.
ფილმი ასახავს „ადილეისა“ და დები ჩამგელიანების მოგზაურობას ამერიკაში და ასევე, მათ ცხოვრებას საქართველოში. ფილმი გადაღებულია ორივე ქვეყანაში და ეხება აღმოჩენებს, მეგობრობას და რაც მთავარია, უნიკალურ (3 ხმიან) ვოკალურ ტრადიციას, რომელიც აახლოვებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
ფილმის ავტორები არიან ადილეის განსაკუთრებული მეგობრები, მარინა და ლეო დეკრისტოფოროები.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ აქ