ეთნომუსიკოლოგიური შეხვედრები: “შვიდკაცა” და ხუხუნაიშვილების მომღერალი გვარი
2016 წლის 14 აპრილს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში მორიგი ეთნომუსიკოლოგიური შეხვედრა გაიმართება. საღამო ცნობილი გურული მომღერალი გვარის – ხუხუნაიშვილების სასიმღერო ტრადიციებს მიეძღვნება. ეთნომუსიკოლოგი მარინა ხუხუნაიშვილი ისაუბრებს სოფელ ზემო აკეთის ანსამბლ „შვიდკაცაზე“ და ხუხუნაიშვილების მომღერალი გვარის მუსიკალურ ტრადიციებზე. საღამოში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ადილეი, ნანინა და ხუხუნაიშვილების ოჯახი.
მეტის წაკითხვა