ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმი
ანსამბლი ადილეი მიწვეულია ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნით კონცერტზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
22-26 სექტემბრის განმავლობაში, სიმპოზიუმზე მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან და ფოლკლორული გუნდები.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:
• თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი
• ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი
• საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონატითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.